თავში

ქაბულში ხანძარს, სულ მცირე, 9 ადამიანი ემსხვერპლა

ქაბულში ხანძარს, სულ მცირე, 9 ადამიანი ემსხვერპლა
ქაბულში ხანძარს, სულ მცირე, 9 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის ჩრდილოეთით ხანძარს, სულ მცირე, 9 ადამიანი ემსხვერპლა და 14 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, ქაბულის მახლობლად მდებარე ერთ-ერთ უბანში ბენზინის ტანკერს ცეცხლი გაუჩნდა, მალევე ხანძარი საწვავის სხვა სატვირთო მანქანებზეც გავრცელდა. თვითმხილველთა ინფორმაციით, სულ მცირე, 50 მანქანა დაზიანდა.

ინციდენტის გამო, ქაბულის რამდენიმე რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხდა და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system