
იტალიაში სამართალდამცავებმა ქალი დააჯარიმეს, რომელიც მანქანას გადაჭარბებული სიჩქარით მართავდა. კამერამ ტრასაზე Focus-ის ტიპის მანქანა დააფიქსირა, რომელიც საათში703 კილომეტრის სიჩქარით მოძრაობდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ასეთი სიჩქარის განვითარება, სავარაუდოდ ძრავაში შექმნილი პრობლემით უნდა ყოფილიყო განპირობებული. მიუხედავად ამისა, პოლიციამ ქალი 850 ევროთი დააჯარიმა.
ადგილობრივ ავტოსაგზაო კომიტეტში ქალს ჯარიმის გაუქმების ნაცვლად, კომპენსაციის მოთხოვნა ურჩიეს.
მედეა ცხოვრებაძე
ავტორი