თავში

კალიფორნიაში ხანძარი ლოკალიზებულია

კალიფორნიაში ხანძარი ლოკალიზებულია
კალიფორნიაში ხანძარი ლოკალიზებულია

კალიფორნიის შტატში, შასტის ოლქი ხანძარი, რომელმაც 4 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და 50 000 ჰექტარი ფართობი გაანადგურა, მეხანძრეების მიერ სრულად ლოკალიზებულია. ამის შესახებ CNN წერს.

"ცეცხლის სრული შეკავება მიღწეულია, რაც სასიამოვნოა, თუმცა ათასობით მეხანძრე უახლოეს დღეებში ტერიტორიის პატრულირებას კვლავ გააგრძელებს", - განაცხადეს კალიფორნიის საგანგებო სიტუაციების სამსახურში.

შტატის ოფიციალური პირების განცხადებით, ჩრდილოეთ კალიფორნიის ნაწილში "წითელი" გაფრთხილება ოთხშაბათიდან პარასკევის ჩათვლით იმოქმედებს, რადგან ამ პერიოდში ძლიერი ქარი და დაბალი ტენიანობაა მოსალოდნელი. ეს კი ხანძრის გაჩენის რისკს ზრდის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system