თავში

კალიფორნიელ ნავის კაპიტანს 34 ადამიანის მკვლელობისთვის ბრალი წაუყენეს

კალიფორნიელ ნავის კაპიტანს 34 ადამიანის მკვლელობისთვის ბრალი წაუყენეს
კალიფორნიელ ნავის კაპიტანს 34 ადამიანის მკვლელობისთვის ბრალი წაუყენეს

კალიფორნიის სანაპიროსთან მყვინთავთა ნავის ცეცხლის გაჩენის, ჩაძირვისა და 34 ადამიანის მკვლელობის ფაქტზე, რომელიც 2019 წლის 2 სექტემბერს მოხდა, ნავის , 67 წლის კაპიტანს, ჯეი ნელ ბოილანს ფედერალურ სასამართლოში ბრალად მკვლელობა წაუყენეს. აშშ-ის პროკურორების განცხადებით, ბრალდებულს ყველა შემთხვევაში, კანონის გათვალისწინებით, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ამის შესახებ ABC News წერს.

პროკურორების განცხადებით, ნავის კაპიტანს არასათანადო საქციელში, დაუდევრობასა და მოვალეობების დროს უყურადღებობაში ადანაშაულებენ.

უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც დაზარალებულებს ეძინათ. დამწვარი ნავი კი წყნარ ოკეანეში ჩაიძირა. ნავის ეკიპაჟის 5-მა წევრმა, მათ შორის კაპიტანმა ბოილმა, გაქცევა მოახერხა.

გამომძიებლების ინფორმაციით, მგზავრები ძლიერი კვამლის გამო დაიღუპნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system