თავში

კალიფორნიის ციხიდან გაქცეული პატიმრები აშშ-მექსიკის საზღვართან დააკავეს

​კალიფორნიის ციხიდან გაქცეული პატიმრები დააკავეს
კალიფორნიის ციხიდან გაქცეული პატიმრები აშშ-მექსიკის საზღვართან დააკავეს

აშშ-მექსიკის საზღვართან პოლიციამ ორი ძებნილი დააკავა, რომლებიც კალიფორნიის ციხიდან გაიქცნენ.

21 წლის სანტოს ფონსეკა და 20 წლის ჯონათან სალაზარი სან-ფრანცისკოში მდებარე ციხიდან მიერ გაკეთებული 55-სანტიმეტრის სიგანის გვირაბით გაიქცნენ. პატიმრებმა ხვრელი ტუალეტში ისეთ ადგილზე გააკეთეს, სადაც ციხის თანამშრომლებს მისი დანახვა არ შეეძლოთ. ხვრელი სავენტილაციო ნაწილს უერთდება, რომელიც ციხის უკანა მხარეს გადის, იქ კი მავთულხლართები და დაცვის სხვა სისტემები დამონტაჟებული არ ყოფილა.

ეჭვმიტანილები მკვლელობისა და მრავლობითი დანაშაულების ბრალდებით 2018 წელს დააკავეს.

პოლიციის ინფორმაციით, ისინი ციხეში უკვე დააბრუნეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system