თავში

ქალმა კრემაციამდე რამდენიმე წამით ადრე გაიღვიძა

ქალმა კრემაციამდე რამდენიმე წამით ადრე გაიღვიძა
ქალმა კრემაციამდე რამდენიმე წამით ადრე გაიღვიძა

ინდოეთში 76 ქალი შაკუნტალა გაიკვადს, რომელიც გარდაცვლილად ჩათვალეს და მისი სხეული, ტრადიციის თანახმად, კოცონში უნდა დაეწვათ, კრემაციამდე რამდენიმე წამით ადრე გონს მოვიდა.

ქალს კორონავირუსი დაუდგინდა და ის მკურნალობას სახლის პირობებში გადიოდა. მალე მისი მდგომარეობა დამძიმდა და ქალი საავადმყოფოსი გადაიყვანეს, სადაც მან გონება დაკარგა. ოჯახის წევრებმა ჩათვალეს, რომ ქალი გარდაიცვალა და კრემაციისთვის სამზადისი დაიწყეს. მოხუცმა ქალმა თვალები ზუსტად ცერემონიის დაწყებამდე გაახილა და ატირდა. შემთხვევა ქალაქ ბარამატში მოხდა. გონს მოსული ქალი ისევ საავადმყოფოში დააბრუნეს, სადაც ის ახლა ის მკურნალობის კურსს გადის.

ინდოეთი კორონაპანდემიით ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანაა. ის საავადმყოფოების, საწოლი ადგილების, მედპერსონალის, მედიკამენტებისა და სამედიცინო აღჭურვილობის მწვავე დეფიციტს განიცდის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system