თავში

ქალმა ნიღბის გაკეთების მოთხოვნისთვის კაცს დანა 27-ჯერ ჩაარტყა

​ქალმა ნიღბის გაკეთების მოთხოვნისთვის კაცს დანა 27-ჯერ ჩაარტყა
ქალმა ნიღბის გაკეთების მოთხოვნისთვის კაცს დანა 27-ჯერ ჩაარტყა

აშშ-ში, ჩიკაგოს პოლიციამ ორ ქალბატონს მკვლელობის მცდელობის ბრალდება წარუდგინა. დები მაღაზიაში უნიღბოდ არ შეუშვეს და მათ პირბადის გაკეთება მოსთხოვეს. მოთხოვნით აღშფოთებულმა ქალებმა დაცვის წევრის მკვლელობა სცადეს. ერთ-ერთმა მათგანმა მამაკაცს დანით 27 ჭრილობა მიაყენა.

დები ჯესიკა და ჯეილა ჰილები ადგილობრივ სუპერმარკეტში უნიღბოდ წავიდნენ. დაცვის წევრმა მათ ხელების სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება და პირბადის გაკეთება, წინააღმდეგ შემთხვევაში მაღაზიის დატოვება მოსთხოვა. ერთ-ერთმა დამ დაცვის წევრს ჯერ თავში ნაგვის ვედრო ჩაარტყა, შემდეგ თმებში ჩააფრინდა, მეორემ დამ კი ამ დროს მამაკაცს დანით ჭრილობები მიაყენა. დაცვის დაჭრილმა წვერმა მოძალადე დებისგან თავის დაღწევა მოახერხა. ქალები პოლიციამ დააკავა.

დაკავებულების ადვოკატმა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ უარი განაცხადა. სასამართლო პროცესი გრძელდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system