თავში

ქალმა სკოლა 94 წლის ასაკში დაამთავრა

​ქალმა სკოლა 94 წლის ასაკში დაამთავრა
ქალმა სკოლა 94 წლის ასაკში დაამთავრა

აშშ-ში ალაბამელმა ქალმა, სახელად გრეის სმიტმა, რომელმაც სწავლას მეორე მსოფლიო ომის დროს დაანება თავი, 79 წლის შემდეგ სკოლის დამთავრება შეძლო. ამის შესახებ ამერიკული მედია წერს.

ამერიკელმა სწავლას 16 წლის ასაკში დაანება თავი. 1942 წელს მისი ქმარი ომში წავიდა. გრეისი სკოლის ავტობუსის მძღოლად მუშაობდა და იმედოვნებდა, რომ ატესტატს ოდესმე მაინც მიიღებდა.

94 წლის ასაკში მან სკოლა დაამთავრა და გამოსაშვებ ცერემონიასაც დაესწრო.

"ძალიან მადლიერი ვარ. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს", - განაცხადა გრეისმა.

მან აღნიშნა, რომ ეს მის ცხოვრებაში ერთ-ერთი უბედნიერესი დღეა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system