თავში

ქალმა თოვლით დაფარულ ავტომობილში 5 დღე გაატარა

​ქალმა თოვლით დაფარულ ავტომობილში 5 დღე გაატარა
ქალმა თოვლით დაფარულ ავტომობილში 5 დღე გაატარა

აშშ-ის შტატ ნიუ-ჯერსიში 77 წლის ქალმა, სახელად ჯანეტ ვუდმა, 5 დღე თოვლით დაფარულ ავტომობილში გაატარა. ინფორმაციას ამის შესახებ Fox 5 ავრცელებს.

თოვლიდან ის მეხანძრეებმა ამოიყვანეს. მას სამედიცინო დახმარება არ დასჭირდა.

ჯანეტ ვუდს სახლი არ აქვს. ის მინივენში ცხოვრობს.

ქალის თქმით, როდესაც მის მანქანას თოვლიდან საბოლოოდ იხსნიან, ის უძრავი ქონების მაკლერთან გაეშურება და საცხოვრებელს აუცილებლად იპოვის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system