თავში

ქალს პატარა სახლში 60-მდე ცხოველი ჰყავდა

ქალს პატარა სახლში 60-მდე ცხოველი ჰყავდა
ქალს პატარა სახლში 60-მდე ცხოველი ჰყავდა
© NHK

იაპონიაში, ტოკიოში პოლიციამ ქალი დააკავა, რომელსაც ბრალად ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობა ედება. მას პატარა სახლში სხვადასხვა სახეობის 60-მდე ცხოველი ჰყავდა. ამის შესახებ ინფორმაციას NHK ავრცელებს.

მეზობლებმა პოლიციას შეატყობინეს, რომ 46 წლის ქალის სახლიდან ხშირად გამორბოდნენ მშიერი ძაღლები. ამასთან, ტერიტორიაზე მუდმივად იდგა უსიამოვნო სუნი. 

გამოძახების ადგილზე მისულ პოლიციას, არც თუ ისე დიდ სახლში, 24 სხვადასხვა სახეობის 58 ცხოველი დახვდა. მათ შორის იყო გველები, ზღარბები და ნიანგებიც კი.

თავად ქალი არ უარყოფს, რომ შინაურ ცხოველებზე ზრუნვას, მათი სიმრავლის გამო, ვერ უმკლავდებოდა. მისივე თქმით, მან ცხოველები იყიდა იმ ფულით, რომლითაც უცხოეთში მოგზაურობას გეგმავდა, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო მან მოგზაურობა ვერ შეძლო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system