თავში

კამერუნელ ბიზნესმენს ყალბი ვიზის გამო პარკი გადააკრეს - VIDEO

​კამერუნელ ბიზნესმენს ყალბი ვიზის გამო პარკი გადააკრეს
კამერუნელ ბიზნესმენს ყალბი ვიზის გამო პარკი გადააკრეს - VIDEO

კამერუნელი ბიზნესმენი თვიმფრინავში ბარგის პარკით შეფუთეს. მამაკაცი ჩემოდანში არ აერიათ. ამგვარად სტამბულში კანონდამრღვევის დასჯა გადაწყვიტეს. ამის შესახებ გამოცემა The Sun წერს.

ემანუელ ფოსო სომეონ ჩენჯუ მივლინებით დუბაიში მიფრინავდა. პირდაპირი რეისი მისი ქვეყნიდან არ სრულდება, ამიტომ ის ტრანზიტით სტამბულიდან უნდა გაფრენილიყო. შუალედში მას 8 საათი ჰქონდა, ამიტომ ბიზნესმენმა ქალაქში გასეირნება გადაწყვიტა. საპასპორტო კონტროლისას კი აღმოჩნდა, რომ მგზავრის ვიზა ყალბი იყო.

მამაკაცს თურქულ ენაზე საბუთების შევსება მოითხოვეს. ენის არცოდნის გამო, მან ვერაფერი გაარკვია. ის ასევე 2400 დოლარით დააჯარიმეს.

დუბაიში ჩენჯუ ვეღარ გაემგზავრა. ამის ნაცვლად კი მამაკაცი სამშობლოში მიმავალ რეისზე დასვეს, თვითმფრინავში კი ბარგის პარკი გადააკრეს. როდესაც მამაკაცმა პროტესტის გამოთქმა ხმამაღლა დაიწყო, მას თავზე წითელი ზედა გადააფარეს. ვიდეო თვითმხილველებმა გადაიღეს და ინტერნეტში ატვირთეს.

მოგვიანებით ჩენჯუმ განაცხადა, რომ ვერ ხვდება, რატომ შეექმნა პრობლემა. ვიზა მან ტურისტულ ფირმაში მიიღო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system