თავში

კანადა აუცრელებისთვის ახალ გადასახადს დააწესებს

​კანადა აუცრელებისთვის ახალ გადასახადს დააწესებს
კანადა აუცრელებისთვის ახალ გადასახადს დააწესებს

კანადის პროვინცია კვებეკში მალე ახალ გადასახადს დააწესებენ მათთვის, ვინც სამედიცინო უკუჩვენებების გარეშე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე უარს იტყვის. ამის შესახებ კვებეკის პრემიერ-მინისტრმა ფრანსუა ლეგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ვაქცინა ვირუსთან ბრძოლის გასაღებია. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვაპირებთ, დავაწესოთ კეთილდღეობის შენატანი ზრდასრულებისთვის, რომლებიც უარს ვაქცინაციაზე არასამედიცინო მიზეზების გამო ამბობენ“, - აღნიშნა ლეგომ.

ამ გადასახადს გადაიხდიან ადამიანები, რომლებიც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველ დოზას მომდევნო რამდენიმე კვირაში არ მიიღებენ.

ჯერჯერობით, უცნობია, კონკრეტულად რა თანხაზეა საუბარი, თუმცა პრემიერმა მანამდე განაცხადა, რომ მისი აზრით, ეს გადასახადი 100 დოლარზე მეტი უნდა იყოს.

"ეს ადამიანები ჩვენს ჯანდაცვის სისტემას ზედმეტად ტვირთავენ. ვფიქრობ, სამართლიანია, რომ მოსახლეობის უმრავლესობას სურს რომ ამას შედეგები ჰქონდეს“, - განაცხადა ლეგომ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system