თავში

კანადა ევროკავშირთან "ვაქცინაციის პასპორტებთან" დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს

​კანადა ევროკავშირთან "ვაქცინაციის პასპორტებთან" დაკავშირებით
კანადა ევროკავშირთან ვაქცინაციის პასპორტებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს

კანადა გეგმავს, რომ ევროკავშირთან და სხვა საერთაშორისო მოკავშირეებთან "ვაქცინაციის პასპორტებთან" დაკავშირებით მოლაპარაკებები გამართოს. ამის შესახებ ოტავაში გამართულ პრესკონფერენციაზე კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ განაცხადა.

”როდესაც ხალხი კვლავ დაიწყებს მოგზაურობას, ალბათ ზაფხულში, თუ ყველაფერი კარგად იქნება, მაშინ ჩვენთვის მიზანშეწონილი იქნება, რომ შევთანხმდეთ საერთაშორისო პარტნიორებთან ვაქცინაციის გარკვეული ტიპის სერტიფიკატის შესახებ. ჩვენ ახლა ვთანამშრომლობთ მოკავშირეებთან, კერძოდ ევროპასთან”, - განაცხადა ტრიუდომ.

ამავე დროს, მან ხაზი გაუსვა, რომ ახლა მოგზაურობის დრო არ არის.

”ჩვენ ყველას იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ, დავუბრუნდეთ ნორმალურ მდგომარეობას და განვაახლეთ მოგზაურობა მომდევნო თვეებში, მაგრამ ეს ჯერ არ არის მიღწეული. ჩვენ კვლავ მესამე ტალღას გავდივართ“, - დასძინა ტრიუდომ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system