თავში

კანადა ჰაერის დაბინძურების დონეს 2030 წლამდე 40-45%-ით შეამცირებს

კანადა ჰაერის დაბინძურების დონეს 2030 წლამდე
კანადა ჰაერის დაბინძურების დონეს 2030 წლამდე 40-45%-ით შეამცირებს

კანადა ამ ათწლეულის განმავლობაში ჰაერის დაბინძურების დონეს შეამცირებს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრიუდომ კლიმატის საკითხებთან დაკავშირებულ სამიტზე განაცხადა. ინფორმაციას CTVnews ავრცელებს. 

"კანადას აქვს შესაძლებლობა მიზნად კიდევ უფრო მეტი დაისახოს. ჩვენი ახალი მიზანია: 2030 წლამდე შევამციროთ ემისია 40-45 %-ით, 2005 წელთან შედარებით", - განაცხადა ტრიუდომ.

მისი თქმით, მხოლოდ გადამწყვეტი მოქმედებები მიგვიყვანს სასურველ შედეგამდე, ამიტომ კანადა გაამკაცრებს რეგულაციებს და სამომავლოდ, 2050 წლისთვის ატმოსფეროს დაბინძურების "ნულოვან" მაჩვენებელს მიაღწევს.

აღსანიშნავია, რომ ჯასტინ ტრუდოს ასევე სურვილი აქვს, კანადამ ელექტროენერგია 100%-ით სუფთა წყაროებიდან მიიღოს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system