თავში

კანადა თალიბებთან მებრძოლ ავღანელებს თავშესაფარს მისცემს

​კანადა თალიბებთან მებრძოლ ავღანელებს თავშესაფარს მისცემს
კანადა თალიბებთან მებრძოლ ავღანელებს თავშესაფარს მისცემს

კანადამ შექმნა სპეციალური მიგრაციული პროგრამა, რომელიც დაეხმარება ავღანელებს, ვინც კანადელ სამხედროებს რადიკალურ მოძრაობა "თალიბანის" წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარებოდა. ამის შესახებ კანადის იმიგრაციიც მინისტრმა, მარკ მენდიჩინომ განაცხადა.

მისი თქმით, კანადაში ბინადრობის უფლების მიღებას შეძლებენ ავღანელი თარჯიმნები, რომლებიც ქვეყნის შეიარაღებულ ძალებთან მუშაობდნენ, ასევე კანადის საელჩოს მზარეულები, მძღოლები, დამლაგებლები, მშენებლები, დაცვის წევრები, ადგილობრივი თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები.

"განმცხადებლებმა უსაფრთხოების, სისხლის სამართლისა და სამედიცინო შემოწმება უნდა გაიარონ. ამასთან, განაცხადების განხილვა დაჩქარდება", - აღნიშნეს სამინისტროში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system