თავში

კანადაში მამაკაცმა მუსლიმი ოჯახი განზრახ გაიტანა

​კანადაში მამაკაცმა მუსლიმი ოჯახი განზრახ გაიტანა
კანადაში მამაკაცმა მუსლიმი ოჯახი განზრახ გაიტანა
© REUTERS/Carlos Osorio

კანადის ქალაქ ლონდონში მამაკაცი ავტომობილით მუსლიმ ოჯახს განზრახ შეუვარდა. ინციდენტის შედეგად 4 ადამიანი, მათ შორის ერთი მოზარდი გარდაიცვალა. კიდევ ერთი, 9 წლის ბავშვის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ სააგენტო Reuters წერს.

ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, არსებობს მტკიცებულება, რომ ეს მოქმედება დაგეგმილი იყო, ამიტომ ფაქტი სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ მკვლელობად შეფასდა.

ეჭვმიტანილი დაკავებულია. ეს 20 წლის ადგილობრივი ნათანიელ ველტმანია.

თვითმხილველების თქმით, ის გზიდან გადავიდა, ოჯახი გაიტანა, შემდეგ კი მაღალი სიჩქარით ინციდენტის ადგილი დატოვა.

მამაკაც ბრალი 4 პუნქტით აქვს წარდგენილი, რომელთა შორის პირველი ხარისხის მკვლელობაა. სასამართლო 10 ივნისს გაიმართება.

ტრაგედიასთან დაკავშირებით მწუხარება კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრიუდომ გამოთქვა.

"ლონდონის მუსლიმო თემო და მუსლიმები მთელი ქვეყნის მასშტაბით, გთხოვთ, იცოდეთ, რომ ჩვენ თქვენთან ვართ. ისლამოფობიის ადგილი არც ერთ ჩვენს თემშია არაა. ეს სიძულვილი ვერაგი და საზიზღარია და ის უნდა შეწყდეს", - დაწერა მან "ტვიტერში".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system