თავში

კანადაში "ომიკრონის" გამო სკოლები, რესტორნები და სპორტული დარბაზები იხურება

კანადაში "ომიკრონის" გამო სკოლები, რესტორნები და სპორტული დარბაზებ
კანადაში ომიკრონის გამო სკოლები, რესტორნები და სპორტული დარბაზები იხურება

კანადის პროვინცია ონტარიოში შეზღუდვები გამკაცრდა. ამის მიზეზი კორონავირუსის ახალი შტამის, "ომიკრონის" გავრცელება გახდა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

17 იანვრამდე ყველა საჯარო და კერძო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადადის.

სავაჭრო ცენტრებს მუშაობის უფლება მხოლოდ მყიდველების 50%-ით შემცირებით აქვთ.

ქორწილების, პანაშვიდების, საეკლესიო მსახურების და სხვა ცერემონიების ჩატარება ადგილზე 50%-იანი ლიმიტით იქნება შესაძლებელი. ღია ცის ქვეშ, იგივე ღონისძიებების განხორციელებისას, 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვა იქნება საჭირო.

ასეთი შეზღუდვები ძალაში, სულ მცირე, 21 დღის განმავლობაში იქნება.

ამასთან, დაიხურა შიდა რესტორნები და ბარები, საკონცერტო ადგილები, თეატრები და კინოთეატრები; სპორტული და გასართობი ობიექტები, მათ შორის სპორტული დარბაზები.

კომპანიებმა და ორგანიზაციებმა თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე უნდა გადაიყვანონ.

ორშაბათის მდგომარეობით ონტარიოში კორონავირუსით საავადმყოფოში 1 232 ადამიანი გადაიყვანეს. დღე-ღამეში COVID-19-ის 13 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system