თავში

კანადაში პირველი და მეორე აცრის დროს სხვადასხვა ვაქცინას გამოიყენებენ

კანადაში პირველი და მეორე აცრის დროს სხვადასხვა ვაქცინას გამოიყენებენ
კანადაში პირველი და მეორე აცრის დროს სხვადასხვა ვაქცინას გამოიყენებენ

კანადის იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული კომიტეტის (NACI) რეკომენდაციით, მოქალაქეებს ვაქცინაციის პირველ და მეორე ეტაპზე  სხვადასხვა ტიპის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებით აცრიან. ამის შესახებ ტელეკომპანია CBC იუწყება.

კომიტეტის მითითებით, იმ მოქალაქეებს, რომლებიც ვაქცინაციის პირველ ეტაპზე AstraZeneca/Oxford-ის ვაქცინებით აიცრნენ, მეორე ეტაპზე Pfizer/BioNTech-ის ან Moderna-ს ვაქცინებს შეუყვანენ. 

ვაქცინაციის განახლებული რეკომენდაციები  დიდ ბრიტანეთსა და ესპანეთში ჩატარებულ კვლევებს ემყარება. 

სხვადასხვა ტიპის ვაქცინების შერევით მიღებული შედეგები მიუთითებს იმაზე, რომ მედიკამენტების კომბინაცია უსაფრთხო და ეფექტურია.

კანადაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზით უკვე 13 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა.

Worldometers-ის მონაცემებით, კანადაში კორონავირუსის 1 383 215 შემთხვევა დაფიქსირდა.დაავადებას 25 566 ადამიანი ემსხვერპლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system