თავში

კანადაში ტერორისტული ორგანიზაცია დაიშალა

კანადაში ტერორისტული ორგანიზაცია დაიშალა
კანადაში ტერორისტული ორგანიზაცია დაიშალა
© NBC News

კანადურმა ულტრამემარჯვენე დაჯგუფებამ Proud Boys, ორგანიზაციის დაშლის შესახებ განაცხადა.

კანადის ხელისუფლების თქმით, ორგანიზაცია საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას და მან ასევე გადამწყვეტი როლი ითამაშა აშშ-ს კაპიტოლიუმზე 2021 წლის 6 იანვარს განხორციელებულ შტურმში.

ორგანიზაცია Proud Boys-მა, Telegram-ის გვერდზე გააპროტესტა კანადის ხელისუფლების მიერ მათთვის ტერორისტულ დაჯგუფებად მიჩნევა და ამ ნაბიჯს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა უწოდა. თუმცა თვითონ ორგანიზაციის არხი, აპლიკაციაში ჯერ არ არის ვერიფიცირებული.

Reuters-ის ინფორმაციით, 2021 წლის მარტში, აშშ-ს ხელისუფლებამ აღნიშნული ორგანიზაციის ზოგიერთ წევრს ბრალი წაუყენა 6 იანვარს განხორციელებული კაპიტოლიუმის შტურმთან კავშირის გამო. ამავე ბრალდებით არის დაკავებული დაჯგუფების ლიდერი - ჯოზეფ ბიგსიც.

2021 წლის 6 იანვარს, აშშ-ის კონგრესში ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის - დონალდ ტრამპის მომხრეები შეიჭრნენ, რათა სენატორების მიერ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დამტკიცება ჩაეშალათ.

არეულობას 5 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის, 1 პოლიციელი იყო. საერთო ჯამში, იმ დღეს კაპიტოლიუმში 300-ზე მეტი აქტივისტი შეიჭრა. მომხდარზე აღძრულია 160-ზე მეტი სისხლის სამართლის საქმე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system