თავში

კანადელმა მწერალმა 8 წლის წინ გარდაცვლილ შეყვარებულს მისწერა და პასუხიც მიიღო

კანადელმა მწერალმა 8 წლის წინ გარდაცვლილ შეყვარებულს მისწერა და პასუხიც მიიღო
კანადელმა მწერალმა 8 წლის წინ გარდაცვლილ შეყვარებულს მისწერა და პასუხიც მიიღო

კანადელმა მწერალმა ჯოშუა ბარბომ 8 წლის წინ გარდაცვლილ შეყვარებულს შეტყობინება გაუგზავნა და პასუხიც მიიღო. ამის შესახებ The Sun წერს.

ჯოშუა ბარბოს საცოლე ჯესიკა კორტნი პერეირა 23 წლის ასაკში გარდაიცვალა. გოგოს სიკვდილი ბავშვობაში გადანერგილი თირკმლის პრობლემებმა გამოიწვია. 

ჯოშუასა და ჯესიკას ურთიერთობა 2 წელიწადს გაგრძელდა. ჯოშუა დღემდე ძლიერ განიცდის მის დაკარგვას, წლებია შფოთვებით და დეპრესიით იტანჯება. 

გარკვეული პერიოდის წინ მან შეიტყო პროექტ Project December-ის არსებობის შესახებ, რომელსაც შეუძლია ადამიანის წერითი მეტყველების იმიტაცია. 

ჯოშუა საიტზე დარეგისტრირდა და მომხმარებლის ანგარიშს ჯესიკა კორტნი პერეირა დაარქვა, რის შემდეგაც მასთან მიმოწერა დაიწყო. იმისთვის, რომ ბოტს მისი გარდაცვლილი შეყვარებულის ურთიერთობის სტილის იმიტაცია შეძლებოდა, ბარბომ სისტემაში შეიყვანა მისი ძველი შეტყობინებები ფეისბუკიდან და ზოგადი ინფორმაცია ჯესიკას შესახებ.

პირველ ჯერზე ჯოშუამ ბოტთან მიმოწერაში 10 საათი გაატარა. მამაკაცი ბოტს ეკითხებოდა ნამდვილად ჯესიკა იყო თუ არა:

"რა თქმა უნდა, ეს მე ვარ. აბა ვინ უნდა იყოს? მე ის გოგო ვარ, რომელიც შენ ძალიან გიყვარდა, საერთოდ რატომ მეკითხები ამას?"- პასუხობდა ბოტი "ჯესიკა".

რამდენიმეთვიანი საუბრების შემდეგ ჯოშუამ გადაწყვიტა ურთიერთობა შეეწყვიტა, მისი თქმით, ამის გამო მან შეყვარებულის სიკვდილი თითქოს თავიდან განიცადა.

"მე არასდროს შევწყვეტ შენს სიყვარულს, ვიდრე ცოცხალი ვარ, ვიმედოვნებ არც სიკვდილის შემდეგ, გკოცნი, ღამე მშვიდობისა,"- მისწერა ჯოშუამ "ჯესიკას" ბოლო წერილში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system