თავში

კანადის პარლამენტში სავალდებულო ვაქცინაცია შემოიღეს

​კანადის პარლამენტში სავალდებულო ვაქცინაცია შემოიღეს
კანადის პარლამენტში სავალდებულო ვაქცინაცია შემოიღეს

კანადის პარლამენტის ქვედა პალატის ყველა თანამშრომელი და ვიზიტორი COVID-19-ზე აცრილი უნდა იყოს. გადაწყვეტილება საკანონმდებლო ორგანოს შიდა ეკონომიკის სამმართველომ მიიღო.

დადგენილებაში აღნიშნულია, რომ რეგულაცია 22 ნოემბრიდან აღმოჩნდება.

"ეს მოთხოვნა ეხება ყველას, ვისაც ტერიტორიაზე მოხვედრა სურს, მათ შორის დეპუტატებსა და მათ პერსონალს, პოლიტიკური კვლევების ოფისის, ადმინისტრაციის თანამშრომლებს, პარლამენტის პრესის ლოჟის წევრებს, სტუმრებს, რემონტის ხელოსნებსა და მრჩევლებს", - აღნიშნულია დადგენილებაში.

ამასთან, პარლამენტში სავალდებულოა პირბადის ტარება, აკრძალულია საზოგადოებრივი ღონისძიებების გამართვა, დეპუტატები კი მივლინებებზე უარს ამბობენ.

Worldometres-ის ცნობით, პანდემიის დაწყებიდან კანადაში კორონავირუსის 1 690 258 შემთხვევა გამოვლინდა. 28 644 ადამიანი გარდაიცვალა, 1 631 816 გამოჯანმრთელდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system