თავში

კანაფის ნაერთებს COVID-19-ით ინფიცირების პრევენცია შეუძლია

​კანაფის ნაერთებს COVID-19-ით ინფიცირების პრევენცია შეუძლია
კანაფის ნაერთებს COVID-19-ით ინფიცირების პრევენცია შეუძლია

კანაფის ნაერთები კორონავირუს SARS-CoV-2-ის ადამიანის ჯანმრთელ უჯრედებში შეღწევას უშლის ხელს. Bloomberg-ის ცნობით, კვლევა ჟურნალში Nature Products გამოქვეყნდა.

ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარებმა განაცხადეს, რომ ორ ნაერთს, რომლებიც ჩვეულებრივ კანაფში გვხვდება - კანაბიგოროლის მჟავა (CBGA) და კანაბიდიოლინის მჟავა (CBDA) - აქვს პოტენციალი, კორონავირუსს ებრძოლოს.

მკვლევარებმა ლაბორატორიაში ნაერთების გავლენა კოროვირუსის "ალფა" და "ბეტა" ვარიანტებზე გამოსცადეს.

მეცნიერების თქმით ამ ნაერთების მიღება პერორალურად არის შესაძლებელი და მათ ადამიანებში უსაფრთხო გამოყენების ხანგრძლივი ისტორია აქვთ.

"მათ აქვთ SARS-CoV-2 ინფექციის პრევენციისა და მკურნალობის პოტენციალი", - განაცხადა ორეგონის გლობალური კანაფის საინოვაციო ცენტრის მკვლევარმა, რიჩარდ ვან ბრიმენმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system