თავში

კანარების ვულკანი კოსმოსიდან გადაიღეს - PHOTO - VIDEO

​კანარების ვულკანი კოსმოსიდან გადაიღეს
კანარების ვულკანი კოსმოსიდან გადაიღეს - PHOTO - VIDEO

კანარის პალმას კუნძულზე ვულკანის ამოფრქვევას სპეციალისტები და რიგითი ადამიანები ადევნებენ თვალს. ტრანსლაციას YouTube-ში არხი El País ახორციელებს.

24 სექტემბრის მონაცემებით, ლავამ 400-მდე სახლი გაანადგურა. 6000-მდე ადამიანი ევაკუირებულია.

ხელისუფლებამ კუნძულის თავზე შეზღუდული საჰაერო სივრცის ორი ზონა შექმნა. ერთ ზონაში მხოლოდ მთავრობის, უსაფრთხოების ორგანოებისა და საგანგებო სიტუაციების საფრენი აპარატები დაიშვება.

ვულკანის ამოფრქვევა კოსმოსიდან ევროპული კოსმოსური სადამკვირვებლო პროგრამა Copernicus-მა გადაიღო.

საილუსტრაციო ფოტო: Copernicus.

ცნობისთვის, ბოლი, რომელიც კანარების პალმას კუნძულზე ამოფრქვეული ვულკანის შედეგად წარმოიქმნა, ამ უქმეებზე *საფრანგეთისა და იტალიის ტერიტორიამდე მიაღწევს. 

ევროპული კოსმოსური სადამკვირვებლო პროგრამა Copernicus-ის პროგნოზების თანახმად, ღრუბელი მატერიკზე საფრანგეთის უკიდურეს სამხრეთს, კორსიკას, იტალიის კუნძულებს სარდინიასა და სიცილიას შეეხება.

ცნობისთვის, კანარის კუნძულ პალმაზე ტოდოკეს მუნიციპალიტეტი ფერფლშია დამარხული. ლავამ თითქმის ზღვამდე მიაღწია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system