თავში

კანარების ვულკანში ახალი ნაპრალი გაჩნდა, საიდანაც ლავა გადმოდის

​კანარების ვულკანში ახალი ნაპრალი გაჩნდა, საიდანაც ლავა გადმოდის
კანარების ვულკანში ახალი ნაპრალი გაჩნდა, საიდანაც ლავა გადმოდის

კანარის პალმას კუნძულზე გააქტიურებულ ვულკანში ახალი ნაპრალი გაჩნდა, რომელიც ახალი ნგრევის საფრთხეს ქმნის. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ნაპრალიდან ლავა გადმოდის.

"არის საშიშროება, რომ ახალი ნაკადი ზღვისკენ დაიწყებს მოძრაობას", - განაცხადეს კანარის ვულკანოლოგიის ინსტიტუტში.

გავრცელებული ცნობით, ღამით ლავამ კიდევ რამდენიმე სახლი მოიცვა.

ცნობისთვის, კანარის კუნძულ პალმაზე ტოდოკეს მუნიციპალიტეტი ფერფლშია დამარხული.

დამწვარია 154 ჰექტარი მიწა, 300-ზე მეტი სახლი განადგურებულია.

საცხოვრებლის დატოვება 6 ათასამდე ადამიანს მოუწია.

კანარის ვულკანოლოგიის ინსტიტუტის პროგნოზით, ამოფრქვევა, შესაძლოა, 24-დან 84 დღემდე გაგრძელდეს.

პარლაზე ვულკანის ამოფრქვევისას ლავის სიმაღლე 12 მეტრს აღწევს.

ზარალმა €400 მილიონს უკვე გადააჭარბა.

მთელ საკურორტო ზონას განადგურება ემუქრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system