თავში

კანარის კუნძულებზე ქვიშის ქარიშხალია

კანარის კუნძულებზე ქვიშის ქარიშხალია
კანარის კუნძულებზე ქვიშის ქარიშხალია

კანარის კუნძულ ტენერიფეზე ავიარეისები გადაიდო. ამის მიზეზი ქვიშის ქარიშხალია, რომელიც საჰარადან მოდის და კუნძულზე ხილვადობას აუარესებს. 

ესპანეთის ეროვნულმა ამინდის სააგენტომ გაავრცელა განცხადება, რომ 120 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ქარი ამ ტერიტორიაზე ორი დღის განმავლობაში იქნება. 

კანარის კუნძულების მთავრობამ მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი რესპირატორული დაავადებების მქონე პირებს, სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. მოქალაქეებს კარები და ფანჯრები მთელი არქიპელაგის მასშტაბით ჩაკეტილი აქვთ. გაუქმდა რამდენიმე ღონისძიებაც, მათ შორის, კარნავალი. 

ეს ბუნებრივი მოვლენა ცნობილია, როგორც "კალიმა". ქვიშა საჰარის უდაბნოს თავზე იკრიბება და ჰაერის მასების გადაადგილების მიმართულებით მოძრაობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system