თავში

კანარის კუნძულებზე შუაღამიდან 90-ზე მეტი მიწისძვრა დაფიქსირდა

კანარის კუნძულებზე შუაღამიდან 90-ზე მეტი მიწისძვრა დაფიქსირდა
კანარის კუნძულებზე შუაღამიდან 90-ზე მეტი მიწისძვრა დაფიქსირდა

კუნძულ პალმაზე, სადაც სექტემბრის შუა რიცხვებიდან ვულკან კუმბრე-ვიეხას ამოფრქვევა გრძელდება, 25 ოქტომბრის შუაღამის შემდეგ 90-ზე მეტი სუსტი მიწისძვრა დაფიქსირდა. ინფორმაციას El Pais ავრცელებს.

ქვეყნის ეროვნული გეოგრაფიული ინსტიტუტის ცნობით, მათგან ყველაზე მძლავრის მაგნიტუდამ 3,7 შეადგინა.

დღეს ვულკანის მთავარი კრატერი ნაწილობრივ ჩამოინგრა, რის შედეგად ლავას დიდი ნაკადი გათავისუფლდა. ერთ-ერთი ნაკადი ახლა სამხრეთის მიმართულებით მოძრაობს, სადაც წინა ნაკადები არ გადიოდა.

ევროპული კოსმოსური დაკვირვების პროგრამის Copernicus მონაცემებით, ლავამ უკვე მოიცვა 900 ჰექტარზე მეტი ფართობი და დაახლოებით 2150 სახლი გაანადგურა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system