თავში

კანარის კუნძულებზე, ტენერიფეზე კორონავირუსის შემთხვევები გაორმაგდა - PHOTO

​კანარის კუნძულებზე, ტენერიფეზე კორონავირუსის შემთხვევები გაორმაგდა
კანარის კუნძულებზე, ტენერიფეზე კორონავირუსის შემთხვევები გაორმაგდა - PHOTO

ესპანეთში, კანარის 7 კუნძულიდან ერთ-ერთზე, ტენერიფეზე, კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევა ერთ ღამეში გაორმაგდა. Costa Adeje Palace-ის ორი იტალიელი ტურისტი, ცოლ-ქმარი, საავადმყოფოში დღეს დილით გადაიყვანეს. კლინიკაში ასევე მოთავსებულია კიდევ ორი იტალიელი ტურისტი, რომლებსაც ვირუსი გუშინ გამოუვლინდათ. იტალიელების 10 კაციანი ჯგუფი კუნძულზე 17 თებერვალს ჩაფრინდა.

კანარის კუნძულების პრეზიდენტისა და ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, Costa Adeje Palac-ის უზარმაზარი კომპლექსის დამსვენებლებს, რომელთა შორის დიდი რაოდენობით ბრიტანელი ტურისტები არიან, სასტუმროს დატოვება ეკრძალებათ.

მათ 2 კვირა კარანტინში უნდა გაატარონ. ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან და ვისაც კორონავირუსის ნიშნები გამოუვლინდება, საავადმყოფოში გადაიყვანენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system