თავში

კანარის კუნძულებზე ვულკანის ლავა ახალი განადგურებით იმუქრება - VIDEO

​კანარის კუნძულებზე ვულკანის ლავა ახალი განადგურებით იმუქრება
კანარის კუნძულებზე ვულკანის ლავა ახალი განადგურებით იმუქრება - VIDEO

ესპანეთის კუნძულ ლა-პალმაზე, სადაც 19 სექტემბრის შემდეგ ვულკანის ამოფრქვევა გრძელდება, რამდენიმე ახალი ვულკანური ხვრელი გაიხსნა, რამაც ახალი ლავა გამოუშვა. ინფორმაციას АР ავრცელებს.

ახალი ლავის ნაკადები მიწების, გზებისა და სახლების განადგურებით იმუქრება.

ესპანეთის ეროვნული გეოგრაფიული ინსტიტუტის წარმომადგენელმა, მარია ხოსე ბლანკომ განაცხადა, რომ ლავა მთავარი ახალი ხვრელიდან 6 მეტრი სიჩქარით მოძრაობდა იმ ადგილებში, სადაც მანამდე ვერ აღწევდა.

ამოფრქვევის დაწყებიდან 10 კვირის განმავლობაში მეცნიერებმა ლავის, სულ მცირე, 11 სხვადასხვა ნაკადი აღმოაჩინეს, რომელმაც ჯამში 1100 ჰექტარი მიწა მოიცვა, სადაც ათასობით სახლი, გზა, ელექტროგადამცემი ხაზი და ბანანის პლანტაციების სარწყავი მილებია განთავსებული.

ლავის ერთ-ერთმა ნაკადმა გასულ კვირას ადგილობრივი სასაფლაო გაანადგურა.

ექსპერტების თქმით, ღამით კუნძულზე, სულ მცირე, 80 მიწისძვრა დაფიქსირდა, რომელთაგან ყველაზე ძლიერის მაგნიტუდამ 3,6 შეადგინა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system