თავში

კანიე უესტი: ღმერთს სურს რომ პრეზიდენტი გავხდე

კანიე უესტი: ღმერთს სურს რომ პრეზიდენტი გავხდე
კანიე უესტი: ღმერთს სურს რომ პრეზიდენტი გავხდე

43 წლის რეპერის, კანიე უესტის განცხადებით, მისი მოწოდებაა, რომ "თავისუფალი სამყაროს ლიდერი გახდეს". უესტის განცხადებით, მისი გაპრეზიდენტება თავად ღმერთს სურს.

”მე მჯერა, ჩემი მოწოდებაა, რომ თავისუფალი სამყაროს ლიდერი გავხდე. მე მოძღვარი ვარ, მყავს ჩემი აუდიტორია ჰიპ-ჰოპში, მუსიკაში, ვარ გავლენიანი ადამიანი, მამა და ქმარი - ამისათვის უკეთესი დრო არ იქნებოდა. ამას იმისთვის არ ვაკეთებ, რომ ტრამპი ან  ბაიდენი ჩამოვაგდო - მე აქ იმიტომ ვარ, რომ ამ თანამდებობის დაკავებისკენ ღმერთმა მომიწოდა”, - განაცხადა კანიე უესტმა. 

ცოტახნის წინ კანიე უესტმა საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში სარეკლამო კლიპი გამოაქვეყნა,  რომელშიც აშშ-ის ბედსა და ხალხის კეთილდღეობაზე საუბრობს.

“იმისთვის, რომ ჩვენს მომავალზე, სურვილის ასრულებაზე ვიფიქროთ, შორსმჭვრეტელობაა საჭირო. ჩვენ როგორც ერი კვლავ დავიბრუნებთ რწმენისკენ სწრაფვას. ლოცვით აღვაგდენთ რწმენას”, – აცხადებს უესტი ვიდეომიმართვაში.

კანიე უესტი 16 ივლისს ოკლაჰომის შტატის საარჩევნო კომისიაში პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირდა. 

კანიე უსტმა არჩევნებში მონაწილეობის შესახებ 5 ივლისს განაცხადა. 

საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 3 ნოემბერს გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system