თავში

კანიე უესტმა მალიბუში სახლი 57 მილიონ დოლარად იყიდა - PHOTO

​კანიე უესტმა მალიბუში სახლი 57 მილიონ დოლარად იყიდა
კანიე უესტმა მალიბუში სახლი 57 მილიონ დოლარად იყიდა - PHOTO

რეპერმა კანიე უესტმა კალიფორნიის შტატში, მალიბუში 57,3 მილიონი დოლარის ღირებულების სახლი იყიდა. შენობა ცნობილმა იაპონელმა არქიტექტორმა, პრიცკერის პრემიის მფლობელმა ტადაო ანდომ დააპროექტა. ინფორმაციას ამის შესახებ Yahoo ავრცელებს.

სახლის ფართობია 372 კვადრატული მეტრი და ის სამსართულიანია. პირველი სართული ბეტონისა და ფოლადისგან არის დამზადებული. მასზე სტუმრების სამი საძინებელია განთავსებული, რომელიც საკუთარი სველი წერტილებითაა აღჭურვილი. მეორე სართულზე არის ფართო მისაღები ოთახი, მესამე სართული მფლობელების პირადი სივრცეა.

იაპონელი არქიტექტორის ნამუშევარი თავდაპირველად მალიბუს უძრავი ქონების ბაზარზე 2020 წელს გამოჩნდა. იმ დროს, სახლის ღირებულება დაახლოებით 75 მილიონი დოლარი იყო, მაგრამ მალე გაყიდვის შესახებ განცხადება გაქრა. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ფასის შემცირების მიზეზი და რატომ გაქრა ობიექტი ღია საბაზრო გაყიდვიდან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system