თავში

ქანიე ვესთის განცხადებით, ის აშშ-ის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს

ქანიე ვესთის განცხადებით, ის აშშ-ის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს
ქანიე ვესთის განცხადებით, ის აშშ-ის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს

ამერიკელმა მომღერალმა ქანიე ვესთმა განაცხადა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას CBC ავრცელებს.

მუსიკოსმა არ დააკონკრეტა, თუ რომელი წლის არჩევნებში იბრძოლებდა პრეზიდენტობისთვის, თუმცა მის შეტყობინებას თან ახლდა ჰეშთეგი "Vision2020". ამერიკის რამდენიმე შტატში საპრეზიდენტო კანდიდატების რეგისტრაცია კვლავ მიმდინარეობს, თუმცა დაზუსტებული არ არის ნამდვილად მიიღებს თუ არა მომღერამი მონაწილეობას 2020 წელის არჩევნებში.

”ახლა ჩვენ, ღმერთის ნდობით, უნდა შევასრულოთ ამერიკისთვის მიცემული პირობა, გავაერთიანოთ ჩენი ხედვა და შევქმნათ ჩვენი მომავალი. მე შეერთებული შტატების საპრეზიდენტო კანდიდატად ვიყრი კენჭს”, - წერს ვესთი Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე.

ქანიე ვესთს Twitter-ის მეშვეობით მხარდაჭერა უკვე გამოუცხადა Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელმა, ილონ მასკმა.

მომღერალმა, მანამდეც განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტობისთვის აპირებდა ბრძოლას.

ადრე მომღერალი დონალდ ტრამპის აქტიური მხარდამჭერი იყო, თუმცა მოგვიანებით მუსიკოსმა განაცხადა, რომ მას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system