თავში

კანის კინოფესტივალი სპეციალური ფორმატით ოქტომბერში ჩატარდება - PHOTO

კანის კინოფესტივალი სპეციალური ფორმატით ოქტომბერში ჩატარდება
კანის კინოფესტივალი სპეციალური ფორმატით ოქტომბერში ჩატარდება - PHOTO

"კანის კინოფეტივალის" ადმინისტრაციის განცხადებით, ფესტივალი შემოკლებული პროგრამით 27-დან 29 ოქტომბრამდე ჩატარდება.

კინოფესტივალი, რომელიც გაზაფხულზე უნდა ჩატარებულიყო, კორონავირუსის გავრცელების გამო გადაიდო.

"Cannes 2020-ის" სპეციალური პროგრამა მოიცავს ოთხ ფილმს. მათ შორისაა დეა კულუმბეგაშვილის ფილმი " დასაწყისი", რომელმაც მოიგო "San Sebastia-ის" კინოფესტივალი.

Cannes 2020-ზე ასევე წარმოდგენილი იქნება მოკლემეტრაჟიანი და სტუდენტური ფილმები.

"ჩვენ ძალიან აღფრთოვანებულები ვართ "კანის კინოფესტივალის" ოქტომბერში ჩატარებით. ჩვენ მაისში ძალიან დაღონებულები ვიყავით, რომ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე კინოფესტივალი არ ჩატარდა. ჩვენი თანამშრომლობის წყალობით, Croisette-ის სანაპიროზე ნაჩვენები იქნება მთავარი კონკურსის ფილმები. ამ გზით ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ კანში, ადგილობრივ მოსახლეობასთან და ყველა პროფესიონალთან ერთად, ვისთანაც ყოველწლიურად ვმუშაობთ", - განაცხადა კანის კინოფესტივალის პრეზიდენტმა.

"კანის" შემდეგი კინოფესტივალი კვლავ ჩვეულ დროს, 2021 წლის 11-12 მაის არის დაგეგმილი. ჟიურის პრეზიდენტის პოსტს რეჟისორი სპაიკ ლი დაიკავებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system