თავში

კაპიტოლიუმის რემონტისთვის 30 მილიონი აშშ დოლარი გამოიყო

კაპიტოლიუმის რემონტისთვის 30 მილიონი აშშ დოლარი გამოიყო
კაპიტოლიუმის რემონტისთვის 30 მილიონი აშშ დოლარი გამოიყო

აშშ-ის კაპიტოლიუმის არქიტექტორმა, ბრეტ ბლანტონმა, ოთხშაბათს, 24 თებერვალს, კონგრესზე იანვრის თავდასხმის დროს ზიანის ხარჯთაღრიცხვა წარმოადგინა. მან კაპიტოლიუმის აღსადგენად 30 მილიონი დოლარი მოითხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას CBS News ავრცელებს.

”ქანდაკებებმა, ფრესკებმა, ისტორიულმა სკამებმა და ორიგინალურმა ჟალუზებმა სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღეს, პირველ რიგში წიწაკის გაზის გაშვების გამო, აგრეთვე ქიმიური გამაღიზიანებლებისგან და ცეცხლმაქრებისგან,” - განაცხადა ბლანტონმა.

მისი თქმით, ხელოვნების ძვირფასი ნამუშევრები და ქანდაკებები დასუფთავებასა და კონსერვაციას მოითხოვს. კონგრესის ქვედა პალატამ ბლანტონის მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცვა $ 30 მილიონით დააფინანსა. გამოყოფილი თანხით, პერიმეტრზე, კონგრესის გარშემო აშენდება გალავანი, რომელიც თავდასხმისგან დაიცავს მას.  ასევე, კაპიტოლიუმის ტერიტორიაზე ჩატარდება უსაფრთხოების კომპლექსური შეფასება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system