თავში

კარაჩიში თვითმფრინავი კორონავირუსის გამო ჩამოვარდა - VIDEO

კარაჩიში თვითმფრინავი კორონავირუსის გამო ჩამოვარდა - VIDEO
კარაჩიში თვითმფრინავი კორონავირუსის გამო ჩამოვარდა - VIDEO

პაკისტანში ჩამოვარდნილი სამგზავრო თვითმფრინავის პილოტებს კატასტროფის წინ ყურადღება გაფანტული ჰქონდათ და ფრენაზე არ იყვნენ ფოკუსირებულები. ისინი უშუალოდ ტრაგედიის წინ კორონავირუსის პანდემიაზე საუბრობდნენ. ამის შესახებ პაკისტანის ავიაციის სამინისტროს წინასწარ ანგარიშშია საუბარი.

პაკისტანის საერთაშორისო ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავმა Airbus A320 -მა 22 მაისს, კატასტროფა კარაჩის აეროპორტში დაშვებისას განიცადა. ბორტზე 99 ადამიანი იმყოფებოდა. მათგან 96 და მიწაზე მყოფი ერთი მოზარდი დაიღუპა.

წინასწარი მონაცემებით, ტრაგედიის მიზეზი ეკიპაჟისა და საჰაერო სამსახურის შეცდომა გახდა. დისპეტჩერები პილოტები გააფრთხილეს, არ დაესვათ თვითმფრინავი და აეროპორტის გარშემო კიდევ ერთი შემოფრენა განეხორცილებინათ. ეკიპაჟმა მათ უპასუხა, რომ ისინი თვითმფრინავის დასმას შეძლებდნენ, შემდეგ კი ისევ კორონავირუსზე საუბარი განაგრძეს. "შავმა ყუთმა" ასევე აჩვენა, რომ თვითმფრინავის შასი დაჯდომისას დახურული იყო.

წინასწარი ინფორმაციით, ლაინერს ტექნიკური პრობლემა ჰქონდა. პილოტები ჯანმრთელები იყვნენ. ისინი საუბრობდნენ პანდემიაზე, რომელიც მათ ოჯახებს შეეხო.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system