თავში

კარანტინში მყოფი საკრუიზო გემი მგზავრებმა და ეკიპაჟის წევრებმა დატოვეს

კარანტინში მყოფი საკრუიზო გემი მგზავრებმა და ეკიპაჟის წევრებმა დატოვეს
კარანტინში მყოფი საკრუიზო გემი მგზავრებმა და ეკიპაჟის წევრებმა დატოვეს

იაპონიის ქალაქ, იოკოჰამას პორტში მდებარე, კარანტინის ზონად გამოცხადებული „Diamond Princess”-ის საკრუიზო გემი კაპინტანის ჩათვლით, ეკიპაჟის ყველა წევრმა დატოვა. ამის შესახებ ტოკიოში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მინისტრმა, კატო კაცუნობუმ განაცხადა.

ადგილობრივი სააგენტო „კიოდოს“ ცნობით, ლაინერზე მყოფ ჯანდაცვის სამინისტროს 98 თანამშრომელს ახალი ტიპის კორონავირუსი არ დაუდგინდათ.  

იაპონიის ჯანმრთელობისა და ადგილობრივი ადმინისტრაციის ბოლო მონაცემებით, იაპონიაში ახალი ტიპის კოროვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 958 ადამიანს მიაღწია, მათ შორის, ინფიცირებული 705 პირი საკრუიზო გემი „Diamond Princess”-ის მგზავრი და ეკიპაჟის წევრია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system