თავში

კარიბის ზღვაში ვულკანი "სუფრიერი" ამოიფრქვა - VIDEO

კარიბის ზღვაში ვულკანი "სუფრიერი" ამოიფრქვა
კარიბის ზღვაში ვულკანი სუფრიერი ამოიფრქვა - VIDEO
© The Wall Street Journal — La Soufrie

კარიბის ზღვის აღმოსავლეთით მდებარე კუნძულ სენტ ვინსენტზე ვულკანი "სუფრიერი" ამოიფრქვა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს. 

გამოცემის ცნობით, ვულკანმა ათწლეულების განმავლობაში უმოქმედობის შემდეგ პირველად იფეთქა. ვულკანის ამოფრქვევის გამო კუნძულიდან ათასობით ადამიანია ევაკუირებული.

ვულკანი ბოლოს 1979 წელს ამოიფრქვა. ვულკანის ბოლო ამოფრქვევით გამოწვეულმა ზარალმა დაახლოებით 100 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ხოლო 1902 წელს"სუფრიერის" ამოფრქვევამ 1000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. 

როგორც Reuters-ს ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა განუცხადეს, ვულკანის აქტივობის ნიშნები ჯერ კიდებ გასული წლის დეკემბერში შეინიშნებოდა.

ვიდეო https://www.youtube.com/watch?v=GIXjmv2ubPs&ab_channel=DisasterCompilations

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system