თავში

კატალონიის მთავრობის თავმჯდომარის სასამართლო პროცესი 18 ნოემბრისთვის გადაიდო

​კატალონიის მთავრობის თავმჯდომარის
კატალონიის მთავრობის თავმჯდომარის სასამართლო პროცესი 18 ნოემბრისთვის გადაიდო

კატალონიის მთავრობის თავმჯდომარის, კიმ ტორას სასამართლო პროცესი 18 ნოემბრისთვის გადაიდო. ამის შესახებ კატალონიის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებაშია აღნიშნული.

სასამართლო პროცესი 25-26 სექტემბერს უნდა გამართულიყო.

სასამართლოდ გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ვადის გადაწევა იმან განაპირობა, რომ ორი მოსამართლის აცილების შესახებ ტორას განაცხადის განხილვა მოკლე დროში ვერ მოხერხდებოდა.

კატალონიის ლიდერს ცესკოს მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაში ადანაშაულებენ.

2019 წლის მარტში ესპანეთის საარჩევნო კომისიამ კიმ ტორას საჯარო დაწესებულებების შენობებიდან სეპარატისტული სიმბოლოების ჩამოხსნისკენ მოუწოდა, რაზეც მან უარი განაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system