თავში

კატასტროფის შემდეგ ინდონეზიაში ყველა წყალქვეშა ნავს შეამოწმებენ

​კატასტროფის შემდეგ ინდონეზიაში ყველა წყალქვეშა ნავს შეამოწმებენ
კატასტროფის შემდეგ ინდონეზიაში ყველა წყალქვეშა ნავს შეამოწმებენ

ინდონეზიის სამხედრო-საზღვაო ძალები ბალისთან წყალქვეშა ნავის KRI Nanggala 402-ის დაღუპვის შემდეგ, ყველა სუბმარინის შემოწმების ვალდებულებას იღებს. სავალდებულო შემოწმებას ყველა წყალქვეშა ხომალდი დაექვემდებარება, ინსპექციის პროცესში სხვა და სხვა სპეციალისტები, მათ შორის გემთმშენებლები ჩაერთვებიან. ინფორმაციას პორტალი Detik ავრცელებს. 

ინდონეზიის სამხედრო საზღვაო ძალების წყალქვეშა ნავი, ეკიპაჟის 53 წევრით, 21 აპრილს გაუჩინარდა. ხომალდი კუნძულ ბალისთან ახლოს სატესტო ჩაშვებას ახორციელებდა, რა დროსაც მასთან კავშირი გაწყდა.

დაკარგული წყალქვეშა ნავის მოსაძებნად ინდონეზიამ დახმარება სინგაპურსა და ავსტრალიას სთხოვა. 25 აპრილს დაღუპულ გემს მიაგნეს. ეკიპაჟის ყველა წევრი დაღუპული იყო.

ინდონეზიის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, KRI Nanggala 402 გერმანიაში 1977 წელს აშენდა და ინდონეზიის საზღვაო ფლოტის სამსახურში 1981 წელს გადავიდა. 2010-12 წლებში გემს მოდერნიზაცია სამხრეთ კორეაში ჩაუტარდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system