თავში

"კატების“ ანიმაცია კრიტიკის შემდეგ შეცვალეს

"კატების“ ანიმაცია კრიტიკის შემდეგ შეცვალეს
კატების“ ანიმაცია კრიტიკის შემდეგ შეცვალეს

მიუზიკლ „კატების“ ანიმაცია განსხვავებული იქნება იმისგან, რაც მაყურებელმა ფილმის პირველ თრეილერებში ნახა.

ამის შესახებ რეჟისორმა, ტომ ჰუპერმა Empire-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ის ნეგატიური გამოხმაურებებით გაკვირვებული დარჩა.

„გაოგნებული ვიყავი. ვერც ვიფიქრებდი, რომ იქ რამე ურთიერთსაწინააღმდეგო იქნებოდა. სასაცილოა, რომ „კატები“ მსოფლიოში ნომერ პირველ განხილვად თემად იქცა“, - აღნიშნა მან.

ჰუპერის თქმით, თრეილერის გამოქვეყნების შემდეგ მხატვრებმა მუშაობა გააგრძელეს, მაყურებელთა გამოხმაურება კი მათ ხარვეზების გამოსწორებაში დაეხმარა.

„გადაღებები მარტში დავასრულეთ და ყველა ვიზუალური ეფექტი ადრეულ სტადიაზე იყო. რამდენიმე ხისტი კომენტარი შედეგის გაუმჯობესებაში დაგვეხმარა“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ მაყურებელი თავად ნახავს, როგორ შეიცვალა კატების დიზაინი საბოლოოდ.

ენდრიუ ლოიდ ვებერის მიუზიკლის კინოადაპტაციაში ტეილორ სვიფტი, იდრის ელბა, ჯენიფერ ჰადსონი და სხვა ცნობილი მსახიობები თამაშობენ.

"კატების" ნახვას მაყურებლები მიმდინარე დეკემბერში შეძლებენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system