თავში

კატების სერიულ მკვლელს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

​კატების სერიულ მკვლელს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
კატების სერიულ მკვლელს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ბრიტანელი სტივ ბუკე, რომელმაც თავდასხმების სერიის შედეგად, სულ მცირე, 9 კატა მოკლა, 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ინფორმაციას სასექსის პოლიცია ავრცელებს.

54 წლის მამაკაცის პირველი მსხვერპლის შესახებ 2018 წლის ოქტომბერში გახდა ცნობილი. თავდასხმები 9 თვის განმავლობაში გრძელდებოდა, სანამ ბუკე არ დააკავეს.

ერთ-ერთი თავდასხმის დროს სტივ ბუკე ვიდეოკამერებმა დააფიქსირა, რის შემდეგაც პოლიციამ მისი ამოცნობა და დაკავება შეძლო.

"ჩვენ მოხარულები ვართ, რომ პოლიციამ დამნაშავე დააკავა და ის ამ შოკისმომგვრელი დანაშაულისთვის გაასამართლეს", - განაცხადა ერთ-ერთი მოკლული კატის მეპატრონემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system