თავში

კაცობრიობა 500 წელიწადში გადაშენდება - მეცნიერები

​კაცობრიობა 500 წელიწადში გადაშენდება - მეცნიერები
კაცობრიობა 500 წელიწადში გადაშენდება - მეცნიერები

ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის მეცნიერებმა გლობალური დათბობის შესაძლო სცენარები შექმნეს. კვლევა გამოქვეყნდა ონლაინ-ბიბლიოთეკა Wiley-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

სპეციალისტებმა პლანეტაზე ცვლილებების სამი მოდელი წარმოადგინეს, რომელთაგან ერთის მიხედვით კაცობრიობას გადაშენებას ელოდება.

”თუ გლობალური დათბობა არ შეჩერდება, 500 წლის შემდეგ დედამიწა იმდენად შეიცვლება, რომ ჩვენ მოგვიწევს ბრძოლა გადარჩენისა და ისტორიულად და გეოგრაფიულად ფესვგადგმული კულტურების შესანარჩუნებლად", - აღნიშნულია კვლევაში.

მეცნიერების თქმით, თუკი ყველაფერი ამ სცენარის მიხედვით წარიმართება, მაშინ დათბობის გამო ჩვენი პლანეტის ნაწილი დაუსახლებელი აღმოჩნდება, ხოლო მრავალი სასოფლო-სამეურნეო კულტურა, ხორბლისა და კარტოფილის ჩათვლით, ნაყოფიერი მიწის ნაკლებობის გამო დეფიციტური იქნება.

მეცნიერებმა მოუწოდეს ყველას, გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლაში ძალები გააერთიანონ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system