თავში

კენიაში სკოლის მოსწავლეებს მთლიან სხეულზე დეზინფექციას უკეთებენ - VIDEO

კენიაში სკოლის მოსწავლეებს მთლიან სხეულზე დეზინფექციას უკეთებენ - VIDEO
კენიაში სკოლის მოსწავლეებს მთლიან სხეულზე დეზინფექციას უკეთებენ - VIDEO

კენიაში კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, სკოლის მოსწავლეებს სადეზინფექციო საშუალებებს ხელებზე, ტანსაცმელსა და ფეხებზე ასხამენ. ამის შესახებ BBC წერს.

30-წამიან ვიდეოში, რომელიც ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა, ჩანს მამაკაცი, რომელიც სპეციალური დამცავი აღჭურვილობით დგას და სკოლის მოსწავლეებს სადეზინფექციო საშუალებას ასხამს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ადამიანზე ამ ნივთიერების გამოყენება რეკომენდირებული არ არის, მეტიც, შესაძლოა, ხსნარმა ადამიანს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზიანი მიაყენოს.

კენიელები Twitter-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოს გამოეხმაურნენ.

"მეორე დღიდან ჩვენ გვაქვს კანის პრობლემები, გულმკერდის შეშუპება, ასთმის გამწვავება. მშობლებმა უნდა გადაიხადონ იმისთვის, რომ შვილები ძროხებივით იდგნენ და ასხურონ ხსნარი?”, - განაცხადა Twitter-ის მომხმარებელმა.

"მე ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ ამ საქმის მიმართ, როგორ ფიქრობთ როგორ უნდა მოხდეს მათი დეზინფექცია? ზოგიერთი თქვენგანი უბრალოდ მეამბოხეა", - განაცხადა მეორემ.

კენიაში სკოლები დაწესებული შეზღუდვებით ორშაბათს გაიხსნა. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თითოეულმა მოსწავლემ უნდა დაიცვას სანიტარული ნორმები, დაიბანოს ხელები ხშირად, დაიცვას სოციალური დისტანცია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system