თავში

კენიელი ანტივაქსერი ექიმი COVID-19-ით გარდაიცვალა

კენიელი ანტივაქსერი ექიმი COVID-19-ით გარდაიცვალა
კენიელი ანტივაქსერი ექიმი COVID-19-ით გარდაიცვალა
© CITIZENGO

კენიელი მეან-გინეკოლოგი სტივენ კარანჯა, რომელიც კორონავირუსის ვაქცინის წინააღმდეგ გამოდიოდა, COVID-19–ით გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ვაქცინისა და ტრადიციული მკურნალობის გარდა, კენიის კათოლიკე ექიმთა ასოციაციის ხელმძღვანელი სტივენ კარანჯა ინფექციის დამარცხებას ორთქლით ინჰალაციისა და ჰიდროქსიქლოროქინის აბებით სთავაზობდა.

ამასთან, კენიის კათოლიკური ეკლესია და კოლეგების დიდი ნაწილი მას ემიჯნებოდა. აკრიტიკებდა ექიმს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც.

სხვადასხვა ფორუმებზე ექიმი წერდა, რომ არსებობს წამლები, რომელიც კოვიდ-19-ს ეფექტურად ებრძვის და ვაქცინაცია სრულებით არ არის საჭირო. ის მკურნალობის ალტერნატიულ მეთოდებს ემხრობოდა, მათ შორის ჰიდროქსიქლოროქინისა და ივერმექტინის კოქტეილის, ასევე ორთქლით ინჰალაციის გამოყენებას. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system