თავში

კეტლინ ჯენერი კალიფორნიის გუბერნატორად იყრის კენჭს

კეტლინ ჯენერი კალიფორნიის გუბერნატორად იყრის კენჭს
კეტლინ ჯენერი კალიფორნიის გუბერნატორად იყრის კენჭს

რეალითი შოუ "კარდაშიანების" ვარსკვლავი და ყოფილი სპორტსმენი, კეტლინ ჯენერი 2021 წლის ბოლოს კალიფორნიის გუბერნატორად იყრის კენჭს. ამის შესახებ CNN წერს.

კეტლინ ჯენერის თქმით, ის უკვე 50 წელია კალიფორნიაში ცხოვრობს და ხედავს, როგორ იზრდება უთანასწორობა ადამიანებს შორის. ის ხალხს დაჰპირდა, რომ  მათ ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის.

რესპუბლიკელმა კეტლინ ჯენერმა შესაბამისი საბუთები უკვე შეიტანა. 

"კალიფორნია თითქმის 50 წელია ჩემი სახლია. მე აქ იმიტომ ჩამოვედი, რომ ვიცოდი, ყველას, განურჩევლად მათი წარსულისა, შეეძლო თავისი ოცნებები რეალობად ექცია", - განაცხადა კეტლინ ჯენერმა. 

ჯენერი კალიფორნიის დემოკრატი გუბერნატორის გევინ ნიუსომის შეცვლას გეგმავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system