თავში

ხამენეი: აშშ-ის სამხედრო ძალები ერაყსა და სირიას დატოვებენ

ხამენეი: აშშ-ის სამხედრო ძალები ერაყსა და სირიას დატოვებენ
ხამენეი: აშშ-ის სამხედრო ძალები ერაყსა და სირიას დატოვებენ

ირანის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის განცხადებით, აშშ-ის სამხედრო ძალები იძულებულნი გახდებიან ერაყი და სირია დატოვონ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Tasnim ავრცელებს.

"ამერიკელები ღიად აცხადებენ, რომ მათი სამხედრო ძალები სირიაში არიან განლაგებული, რადგან იქ ნავთობია. რა თქმა უნდა, ისინი არც სირიასა და არც ერაყში, არ დარჩებიან. ეჭვგარეშეა, რომ აშშ-მა აღნიშნული ტერიტორიები უნდა დატოვონ და ეს ქვეყნები აიძულებენ, რომ ასე მოიქცნენ", - განაცხადა ხამენეიმ.

მისი თქმით, "მიუხედავად წლების განმავლობაში პოზიტიური იმიჯის შესაქმნელად გამოყოფილი უზარმაზარი სახსრებისა, დღეს შეერთებული შტატები - ქვეყანა და რეჟიმი - მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილს სძულს".

აშშ-ს შეიარაღებული ძალების შეზღუდული კონტინგენტი სირიაში  2015 წლიდან იმყოფება. ერაყში 2003 წლის შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების შემდეგ, აშშ-ს ჯარები სხვადასხვა მისიებს ახორციელებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system