თავში

ხანძარს გადარჩენილი ფუტკრები ნოტრ-დამის სახურავზე თაფლის წარმოებას აგრძელებენ - VIDEO

​ხანძარს გადარჩენილი ფუტკრები ნოტრ-დამის სახურავზე თაფლის წარმოებას აგ
ხანძარს გადარჩენილი ფუტკრები ნოტრ-დამის სახურავზე თაფლის წარმოებას აგრძელებენ - VIDEO

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სახურავზე ფუტკრები 2013 წლიდან ცხოვრობენ. ეკოლოგები შიშობდნენ, რომ 2019 წლის ხანძრის შედეგად ისინი საცხოვრებელ არეალს დატოვებენ, თუმცა, საბედნიეროდ, სკები გადარჩა. ამის შესახებ გამოცემა The Guardian წერს.

"ნოტრ-დამის ფუტკრები, რომელთა გადარჩენა პრაქტიკულად სასწაული იყო, აგრძელებენ ფუსფუსს და ენერგიას ინახავენ რათა ზაფხულში თაფლი აწარმოონ", - წერს გამოცემა.

ხანძრის შემდეგ, ადგილობრივი ხელისუფლება სკების სხვა ადგილას გადატანაზე ფიქრობდა, თუმცა საბოლოოდ გადაწყდა, რომ ფუტკრები პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სახურავზე დარჩებოდნენ.

ეკოლოგები ვარაუდობენ, რომ ფუტკრების გადარჩენის მიზეზი ის გახდა, რომ სკები ძირითადი სახურავიდან 30 მეტრით ქვემოთ იყო განლაგებული და ცეცხლი მათ არ შეეხო. ახლა თითო სკაში 30-45 ათასი ფუტკარი ცხოვრობს. ივლისში მათ 66 კილოგრამი თაფლის წარმოება მოახერხეს. ყველა ნიმუში ანალიზისთვის ლაბორატორიაში გააგზავნეს, რათა დაედგინათ, რომ არ შეიცავდა თაფლი ტყვიას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system