თავში

ხორვატიაში 24 საათში მეორე ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ხორვატიაში 24 საათში მეორე ძლიერი მიწისძვრა მოხდა
ხორვატიაში 24 საათში მეორე ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებთან 6.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი ავრცელებს.

მიწისქვეშა ბიძგები ქვეყნის დედაქალაქ ზაგრებიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 46 კმ-ში, 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.

ამ დროისთვის მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

შეგახსენებთ, ხორვატიაში 28 დეკემბერს 5.2 მაგნიტუდის ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის შედეგად 1000-მდე სახლი დაზიანდა. აღინიშნა, რომ ეს მხოლოდ წინასწარი მონაცემებია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system