თავში

ხორვატიაში ფლურონის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

​ხორვატიაში ფლურონის პირველი შემთხვევა გამოვლინდა
ხორვატიაში ფლურონის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

ხორვატიაში გრიპითა და COVID-19-ით ერთდროულად ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ მოვლენას ფლურონა ეწოდება. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ ხორვატიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, დიანა მაიერმა განაცხადა.

ფლურონა - სიტყვების "გრიპი" და "კორონა" ნაერთია. პირველად ის ისრაელში, ორსულ ქალს დაუფიქსირდა, რომელიც რომელიც ორივე ვირუსით ერთდროულად იყო დაინფიცირებული. მისი ყველა სიმპტომი მსუბუქი იყო. სპეციალისტები ხაზს უსვამენ, რომ დაავადება კორონავირუსის ახალი შტამი არ არის.

"ხორვატიაში ფლურონის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, ადამიანი გრიპითა და COVID-19-ით არის ინფიცირებული. ეს სიტუაციას ართულებს. ორი დაავადება და ორივეს სიმპტომები, რომლებიც ერთმანეთს ედება და მათი გარჩევა რთულია. გრიპი უფრო მძიმეა - ტემპერატურა 39 გრადუსი, კუნთების ტკივილი. კორონავირუსის სიმპტომები ნაკლებად გამოხატულია, დაავადება თანდათან ვითარდება“, - განაცხადა მაიერმა და დასძინა, რომ დაავადების მიმდინარეობა თითოეულ შემთხვევაში მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული.

მანამდე ქვეყანაში შტამ "ომიკრონის" პირველი შემთხვევები დაფიქსირდა. ამავდროულად, ხორვატიაში კორონავირუსის სიხშირე ზრდას აგრძელებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system