თავში

ხორვატიაში რეკორდული ტურისტული სეზონია

ხორვატიაში რეკორდული
ხორვატიაში რეკორდული ტურისტული სეზონია

ხორვატიას, ადრიატიკის ზღვის ქვეყანას წელს რეკორდული რაოდენობით 20 მილიონი ადამიანი ეწვია. ქვეყნის ტურიზმის მინისტრმა განაცხადა, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხორვატიას ერთი წლის განმავლობაში ამდენი ადამიანი სტუმრობდა. 

ქვეყანა პოპულარული ტურისტული ადგილი, ადრიატიკის ზღვის სანაპიროებისა და უამრავი პატარა კუნძულის წყალობითაა. სანაპირო კურორტები ზაფხულის პერიოდში, როგორც წესი, გადაჭედილია.



სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ხორვატიაში ტურიზმი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში “აყვავდა“. ყველაზე პოპულარულ მიმართულებებში გალავნის უძველესი ქალაქი დუბროვნიკი, როვინიჟი, პორეკი და მედულინი ჩრდილოეთ ისტრას ნახევარკუნძულზე, ისევე როგორც ცენტრალური სანაპირო ქალაქი სპლიტი შედიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system