თავში

ხორვატიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ხორვატიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ხორვატიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ხორვატიაში საპარლამენტო არჩევნებისთვის ხმის მისაცემად საარჩევნო უბნები დილის 07:00 საათზე გაიხსნა, ამომრჩევლებს საკუთარი პოზიციის დაფიქსირება საღამოს 19:00 საათამდე შეეძლებათ. 

ქვეყნის საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში რეგისტრირებულია  3.85 მილიონი ამომრჩეველი. ქვეყნის მასშტაბით და მის ფარგლებს გარეთ განთავსებულია  შვიდი ათასი საარჩევნო უბანი. 

ბოლო კვლევების თანახმად, წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში მმართველი ცენტრალური-მემარჯვენე ხორვატიის დემოკრატიული თანამეგობრობის პარტია ლიდერობს, რომელსაც ოპონირებას ოპოზიციური სოციალ-დემოკრატიული პარტიის მიერ ჩამოყალიბებული კოალიცია და მემარჯვენეთა პატრიოტული მოძრაობა უწევს. საერთო ჯამში, არჩევნებში 192 პოლიტიკური ბლოკი, პარტია და დამოუკიდებელი კანდიდატი იღებს მონაწილეობას. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system